„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №420 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მომსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში (სსმ, 28.12.2005, III ნაწილი, №151, მუხლი 1676) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
1.
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“. |
2.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
3.
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ კორპორაციულ მიმდინარე ანგარიშიდან შესაძლებელია ინტერნეტით განსახორციელებელი შესყიდვის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება. 22. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, საბიუჯეტო ორგანიზაციას შესაძლებელია, გაეხსნას კორპორაციული მიმდინარე ანგარიში მივლინებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, სადაც ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან თანხა წინასწარ მიიმართება ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|