„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №402 |
|
2023 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლის 56-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 561-562 პუნქტები:
„561. იმ შემთხვევაში, თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებულ საქონელთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა მოძიებული 2023 წლის 6 მაისიდან 18 მაისამდე პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებული ფასები, ამ მუხლის 56-ე პუნქტის მიზნებისათვის, გამოიყენება მხოლოდ მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ მუხლის 55-ე პუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასი. 562. ამ მუხლის 561 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის სავაჭრო ქსელში საცალო რეალიზაციის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დამოუკიდებლად, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე, განსაზღვროს საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი და, თუ ამ საქონელზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასსა და მის მიერ განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობა 6%-ზე მეტია, წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, აღნიშნულ საქონელზე ახალი საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 21 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|