„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№342
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №342

2018 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:
1. №II-06 დანართის „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო  წლის  განმავლობაში  უსასყიდლოდ  გადაცემული 1000 ლარამდე  ქონების ღირებულებისა); „ფასიანი   ქაღალდების   ბაზრის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   26-ე   პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (1)
342-2.doc

„დეკლარაციის დანართი „ა“
საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები

    შემოსავლის მიმღებ პირთა დასახელება გაცემის თარიღი განაცემის სახე განაცემის ოდენობა შეღავათის ოდენობა წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი გადასახადი (ლარი)
1 2 3 4 5 6 7 8 9
  რეზიდენტ ფიზ.პირებზე განაცემები:              
1 1.1 დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები              

1.2 ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში,

რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავლები იბეგრება:

             
1.2.1

20%-ით
             
1.2.2

5 %-ით
             
1.2 1 ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით              
1.3 სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირი              
1.4 სხვა ფიზიკური პირები              
2 რეზიდენტ ორგანიზაციებზე განაცემები:              
3 არარეზიდენტებზე განაცემები              
3.1 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები              
3.2 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები              
3.3 საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები              
3.4 საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები              

“.