„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№196
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017697
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება
№196

2023 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ (დანართი №V-03) „ნაწილი V“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი V

დასაბეგრ ქონებაზე  (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

№

ქონების ტიპი

მდებარეობა

დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)

შეღავათი

ღირებულება, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი

საკუთრებაში/

სარგებლობაში/

ფაქტობრივ მფლობელობაში

არსებობის პერიოდი (თვე)

გადასახადის განაკვეთი (%)

ქონების გადასახადი

(ლარი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

სულ

შენიშვნა:

მონაცემები    დასაბეგრი    ქონების,    მათ     შორის,    ეკონომიკური    საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ, გარდა მიწისა, აისახება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

გადასახადის გადამხდელის:

________________________              __________________

(ხელმოწერა)                        (თარიღი)

__________________________________

გადამხდელის პირადი ნომერი                                                               გვერდი  ________   “.

2. 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-7   სვეტში:   „საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თვეების რაოდენობა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თვე ჩაითვლება სრულ თვედ, თუ ფიზიკურ პირს დაბეგვრის ობიექტი საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია შესაბამისი თვის 15 რიცხვის მდგომარეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება.

ამასთან, თუ დასაბეგრი ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა მოხდება თვის 15 რიცხვში, ჩაითვლება, რომ დაბეგვრის ობიექტი მოცემულ თვეში საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია ქონების მიმღებს;“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2023.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №196. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017697.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №196, 07.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017697 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5824385/