„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №37

2018 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-06-ის:
ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 38-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა) დღგ-ის გარეშე, როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო  წლის  განმავლობაში  უსასყიდლოდ  გადაცემული 1000 ლარამდე  ქონების ღირებულებისა); „ფასიანი   ქაღალდების   ბაზრის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   26-ე   პუნქტით   გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ე) მე-20 უჯრაში – პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა) გაცემული თანხა, რომელიც იბეგრება 5 პროცენტით;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) 201 უჯრაში – ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების, გარდა შავი ლითონის სხმულების, ზოდების, ნაგლინის, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულისა და ნახევარფარ ბრიკატებისა, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი განაკვეთით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (1)
37-3.doc

დეკლარაციის დანართი „ ა “
საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები

    შემოსავლის მიმღებ პირთა დასახელება გაცემის თარიღი განაცემის სახე განაცემის ოდენობა შეღავათის ოდენობა წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი გადასახადი (ლარი)
1 2 3 4 5 6 7 8 9
  რეზიდენტ ფიზ.პირებზე განაცემები:              
1 1.1 დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები              
1.2 ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავლები იბეგრება:              
1.2.1

20%-ით
             
1.2.2

5 %-ით
             
1.2 1 ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი განაკვეთით              
1.3 სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირი              
1.4 სხვა ფიზიკური პირები              
2 რეზიდენტ ორგანიზაციებზე განაცემები:              
3 არარეზიდენტებზე განაცემები              
3.1 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები              
3.2 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები              
3.3 საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები              
3.4 საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები              
ნაწილი III
განაცემის დასახელება   (თანხა)  
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება. მათ შორის: 16    
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) 17    
 
რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი 18    
ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტებისა): რომელიც იბეგრება 20%-ით; 19    
რომელიც იბეგრება 5%-ით 20    
ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი განაკვეთით 20 1    
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა) 21    
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, მათ შორის: 22    
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) 23    
ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, მათ შორის: 24    
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) 25    
ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება 26    
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, (გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა), მათ შორის: 27    
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: პირველი ნაწილის: „ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) 28    
„გ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%); 29    
„დ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%); 30    
„ე” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%). 31    
     
  11 ნაწილით (განაკვეთი 15%) 32    
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გამოკლებით), რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის: 33    
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: პირველი ნაწილის: „ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) 34    
„გ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%); 35    
„დ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%); 36    
„ე” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%). 37    
       
 
11 ნაწილით (განაკვეთი 15%) 38    
 
ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17 – მე-20, 20 1, 21-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე,34-ე – 38-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამისი საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი), 39    
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, მათ შორის: 40    
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: პირველი ნაწილის: "ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) 41    
„გ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%); 42    
„დ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%); 43    
„ე” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%). 44    
11 ნაწილით (განაკვეთი 15%) 45    
         
 
ბ) დივიდენდები ( განაკვეთი 5%); 46    
გ) პროცენტები ( განაკვეთი 5%); 47    
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით) მათ შორის: 48    
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: პირველი ნაწილის: "ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) 49    
„გ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%); 50    
„დ” ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%); 51    
„ე” ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%). 52    
11 ნაწილით (განაკვეთი 15%) 53    
         
 
ბ) დივიდენდები ( განაკვეთი 5%); 54    
გ) პროცენტები ( განაკვეთი 5%); 55    
გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისათვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) 56    
სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი (39-ე და 56-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამი)

მათ შორის:
57    
აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 571    
აფხაზეთის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 572    
ინფორმაციისათვის    
მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება 58    
სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი 59    
საგადასახადო ორგანოს მიერ ინვერტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა 60    
ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა 61    
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 62    
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის: 63    
საკონტროლო–სალარო აპარატების საშუალებით 64    
მაქსიმალური ხელფასი 65    
მინიმალური ხელფასი 66    
ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის 67    
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა 68    
პირთა რაოდენობა, რომელზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა 69