„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№380
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №380

2024 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“):

ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 561 უჯრაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;“;

ა.ბ) „წ1” და „წ2”  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) 561 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;

2) 562 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი   ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის   წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);“;

ა.გ) „წ3“-„წ5“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი, შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 562 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“;

ბ)   მე-7 პუნქტის „ე“„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-8 სვეტში აისახება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით მის ინდივიდიალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი  (სვ7x 2/100);  

ვ) მე-9 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები;

ზ) მე-10 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;

თ) მე-11 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;

ი) მე-12 სვეტში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ((სვ7 - სვ8 - სვ 9)X სვ11)); ამასთან, მე-12 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (2)
380-1.docx

დეკლარაციის დანართი „ა“

ინფორმაცია

საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ

განაცემის მიმღების საიდენ-ტიფიკა-ციო ნომერი (პირადი ნომერი) განაცე-მის მიმღე-ბის დასახელება მისამარ-თი პირის რეზიდე-ნტობა (ქვეყანა) შემოსავლე-ბის მიმღებ პირთა კატეგორია განაცემი შეღავათები გაცემის თარიღი წყაროს-თან დასაკა-ვებელი გადასა-ხადის განაკვეთი

წყაროსთან დაკავებული გადასახადი (ლარი)

((სვ7-სვ 8-სვ 9) x სვ 11)

საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლების საფუძველზე გათავისუფ-ლებას ან შემცირებას დაქვემდება-რებული გადასახადის თანხა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდება-რებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა
სახე ლარი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი

(სვ7x 2/100)

სხვა შეღავა-თები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
                   

 

 

 
                   

 

 

 
380-2.docx

ნაწილი III

განაცემის   დასახელება
დაქირავებით მომუშავე  ფიზიკურ  პირებზე  ხელფასის/სარგებლის  (ფულადი,  ნატურალური)  სახით გაცემული  ანაზღაურება (გარდა 561 უჯრაში ასახული ანაზღაურებისა), მათ შორის: 16  
ექვემდებარება   გადახდის   წყაროსთან   დაბეგვრას  (შეღავათების გამოკლებით) 17  
რეზიდენტი   ფიზიკური   პირისთვის   გადახდილი   როიალტი 18  
ფიზიკურ  პირებზე  გადახდის   წყაროსთან   დაბეგვრას   დაქვემ-დებარებული განაცემები  (გარდა პროცენტებისა):  რომელიც   იბეგრება  20%-ით 19  
რომელიც   იბეგრება  5%- ით 20  
ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით  მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემ-ძენი პირის მიერ სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად, იბეგრება გადახდის წყაროსთან  3-პროცენტიანი განაკვეთით 2 201  
არადაქირავებულ   ფიზიკურ   პირებზე   გაცემული   თანხები,  რომლებიც   არ   უკავშირდება    მომსახურების   ანაზღაურებას   და   ამასთან,  ექვემდებარება   გადახდის   წყაროსთან   გადასახა-დის   დაკავებას  (გარდა დივიდენდებისა   და   ანაბრებზე   გაცემული   პროცენტებისა)   21  
ფიზიკურ   პირებზე  გაცემული   დივიდენდები,  მათ  შორის: 22  
ექვემდებარება   გადახდის   წყაროსთან   დაბეგვრას  (შეღავათების   გამოკლებით) 23  
ფიზიკურ   პირებზე   გაცემული  პროცენტები,  მათ   შორის: 24  
ექვემდებარება   გადახდის   წყაროსთან   დაბეგვრას  (შეღავათების   გამოკლებით) 25  
ტურისტული   საწარმოს   მიერ   სასტუმროს   აქტივების/მათი  ნაწილის   მესაკუთრე   ფიზიკურ   პირზე   შესაბამისი   ხელშეკრულების   საფუძველზე   გაცემული   ანაზღაურება 26  
მუდმივი   დაწესებულების   არმქონე   არარეზიდენტ   ფიზიკურ   პირებზე   გაწეული   მომსახუ-რებისათვის   გაცემული   ანაზღაურება  (გარდა  პროცენტებისა  და  დივიდენდისა),  მათ   შორის: 27  
საქართველოს   საგადასახადო  კოდექსის  134-ე   მუხლის: პირველი  ნაწილის: „ბ1 “  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  5%) 28  
„გ“  ქვეპუნქტით   (განაკვეთი  10%) 29  
„დ“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  4%) 30  
„ე“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  10%) 31  
1​1  ნაწილით  (განაკვეთი  15%) 32  
მუდმივი   დაწესებულების არმქონე  არარეზიდენტ   ფიზიკურ   პირებზე   გაწეული   მომსახურებისათვის   გაცემული   ანაზღაურება  (შეღავათების   გამოკლებით),  რომელიც   ექვემდებარება   გადახდის წყაროსთან   დაბეგვრას  (გარდა  პროცენტებისა  და დივიდენდისა), მათ  შორის: 33  
საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  134-ე   მუხლის: პირველი ნაწილის: „ბ1 “ ქვეპუნქტით  (განაკვეთი  5%) 34  
„გ“ ქვეპუნქტით  (განაკვეთი  10%) 35  
„დ“ ქვეპუნქტით  (განაკვეთი  4%) 36  
„ე“ ქვეპუნქტით  (განაკვეთი  10%) 37  
1​1  ნაწილით  (განაკვეთი  15%) 38  
ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17-მე-20, 20​1, 21-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 34-ე-38-ე  უჯრებში   ასახული   თანხების   შესაბამის   საგადასახადო   განაკვეთებზე   ნამრავლის   ჯამი) 39  
ორგანიზაციებზე   და   საქართველოში   მუდმივი   დაწესებულების   არმქონე   არარეზიდენტ   საწარმოებზე   გადახდის   წყაროსთან   დაბეგვრას   დაქვემდებარებული განაცემები,  მათ შორის: 40  
ა)  საქართველოს   საგადასახადო კოდექსის  134-ე  მუხლის:  პირველი  ნაწილის: „ბ1 “  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  5%) 41  
„გ“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  10%) 42  
„დ“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი 4%) 43  
„ე“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი 10 %) 44  
1​1  ნაწილით  (განაკვეთი  15%) 45  
ბ)  დივიდენდები  (განაკვეთი  5%) 46  
გ)  პროცენტები  (განაკვეთი  5%) 47  
ორგანიზაციებზე და საქართველოში   მუდმივი   დაწესებულების   არმქონე   არარეზიდენტ საწარმოებზე  გადახდის  წყაროსთან  დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები  (შეღავათების  გამოკლებით),  მათ  შორის: 48  
ა)  საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: პირველი ნაწილის: „ბ1 “  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  5 %) 49  
„გ“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი 10 %) 50  
„დ“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  4 %) 51  
„ე“  ქვეპუნქტით  (განაკვეთი  10 %) 52  
1​1​ ნაწილით  (განაკვეთი  15%) 53  
ბ)  დივიდენდები (განაკვეთი 5%) 54  
გ)  პროცენტები (განაკვეთი 5%) 55  
გადახდის   წყაროსთან   ორგანიზაციებისთვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე-55 -ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) 56  
2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება 561
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი; (განაკვეთი12%) 56​2  
სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 562 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი), მათ შორის: 57  
აჭარის ა.რ.  რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 57​1  
აფხაზეთის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო  გადასახადი 57​2  
ინფორმაციისათვის შენიშვნა:   67- ე , 68- ე და 69- ე უჯრების შევსება სავალდებულოა  
მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება 58  
სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან  დაკავშირებული   ხარჯი 59  
საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის  შედეგად  გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების  დანაკლისის ოდენობა 60  
ფიზიკურ პირთა რიცხოვნება, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა 61  
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახუ-რების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 62  
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ  შორის: 63  
საკონტროლო-სალარო აპარატების საშუალებით 64  
მაქსიმალური ხელფასი 65  
მინიმალური ხელფასი 66  
ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის   ბოლოსთვის, გარდა 68-ე უჯრაში ასახული მონაცემისა 67  
ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის 68  
68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა 69