„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №368 |
|
2023 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-012 და დანართი №II-013 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 68-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ „განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე“ №III-21 დანართის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ანგარიშფაქტურები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარ(ებ)ი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ასლი.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. 62. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში.“; გ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №368. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017740.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №368, 10.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017740 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5937320/