„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №65 |
|
2020 წლის 4 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 71-ე მუხლის: ა) მე-7 და 7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად.“; ბ ) 7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 7 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.“. 2. 86 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2და 2 პუნქტები: „2. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 2. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განცხადება, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება განცხადების შესწავლის შედეგად.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 2პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული აქციზის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი დანართი №IV–10 შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|