„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №126 |
|
2018 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.“. 2. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 34-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 64-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. ამასთან, შიდა გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ საქონელზე, გადაუმუშავებელ საქონელზე, ნაშთზე ან/და ნარჩენებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში შესაბამისი საქონელი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.“. 6. 79-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ნარჩენი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|