„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  272

2020 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ ან „სადახლო-საავტომობილოს“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის რაოდენობა:

ა) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას) შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 10 ლიტრს, თუ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წინა 72 საათის განმავლობაში საწვავით გაიმართა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ავტოგასამართ სადგურში;

ბ) დაუტვირთავი ან მგზავრის გარეშე გადაადგილებული, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 50 ლიტრს, თუ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წინა 72 საათის განმავლობაში საწვავით გაიმართა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ავტოგასამართ სადგურში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გავიდა ტვირთისა და მგზავრის გარეშე.“;

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6 – 71 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი