„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2025 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№168
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017934
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №168

2025 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის საფუძველზე, გადაადგილდება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისას (საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის/გარე გადამუშავების პროცედურით ან რეექსპორტით გატანისას (საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით).

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაცია წარმოადგენს საბაჟო პროცედურის გამოყენების/რეექსპორტის განხორციელების აუცილებელ პირობას.

2. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

მუხლი 2
1. 2025 წლის 1 აგვისტომდე, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 1​​​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისას – მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადატანის დროს), თუ საქონლის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, პირს ეძლევა ტრანზიტის პროცედურაში საქონლის დეკლარირების უფლება ტრანზიტის დეკლარაციის 6 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა)  წარდგენის პირობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) დეკლარანტს/საქონლის მფლობელს გადასცემს შეტყობინებას „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“;

ბ) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების მიზნით შევსებულ შესაბამის დოკუმენტში უთითებს „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების აღმნიშვნელ კოდს „603“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის დამტკიცდეს თანდართული რედაქციის „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების ფორმა (დანართი №1).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის საფუძველზე, გადაადგილდება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისას (საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის/გარე გადამუშავების პროცედურით ან რეექსპორტით გატანისას (საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით).

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაცია წარმოადგენს საბაჟო პროცედურის გამოყენების/რეექსპორტის განხორციელების აუცილებელ პირობას.

2. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

მუხლი 2

1. 2025 წლის 1 აგვისტომდე, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისას – მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადატანის დროს), თუ საქონლის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, პირს ეძლევა ტრანზიტის პროცედურაში საქონლის დეკლარირების უფლება ტრანზიტის დეკლარაციის 6 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა)  წარდგენის პირობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) დეკლარანტს/საქონლის მფლობელს გადასცემს შეტყობინებას „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“;

ბ) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების მიზნით შევსებულ შესაბამის დოკუმენტში უთითებს „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების აღმნიშვნელ კოდს „603“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის დამტკიცდეს თანდართული რედაქციის „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების ფორმა (დანართი №1).

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

თარიღი:__________________

საბაჟო დეპარტამენტის

________________________________

(სტრუქტურული ერთეული)

შეტყობინება

„ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე

____________________________________________

(პირის დასახელება/სახელი და გვარი)

____________________________________________

(საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის №)

თქვენს მიერ/თქვენს სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებით ————— შემოტანილ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისათვის განკუთვნილ საქონელზე არ არის წარდგენილი „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაცია.

აღნიშნული ვალდებულების („ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენა) შესრულების მიზნით, გეძლევათ 6 სამუშაო დღის ვადა 20 — წლის ——— ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა.

განსაზღვრულ ვადაში „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარუდგენლობა წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას (საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა), რაც იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქმედება ჩადენილია განმეორებით (წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში) – 1 000 ლარის ოდენობით.

ჩავაბარე: _______________________________________________________________

(უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)

ჩავიბარე: _____________________________________________________________________

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

შენიშვნა: _____________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________