„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №206 |
|
2025 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის №168 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017934) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2026 წლის 1 იანვრამდე, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისას – მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადატანის დროს), თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, პირს ეძლევა ტრანზიტის პროცედურაში საქონლის დეკლარირების უფლება ტრანზიტის დეკლარაციის 6 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა) წარდგენის პირობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|