„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №340 |
|
2024 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ): ა.ა) მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, უნდა განაცხადოს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლამდე, რაც დადასტურდება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში; ა.ბ) მის შემოსვლამდე შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დადასტურდეს, რომ საქონელი გამოგზავნილია მის სახელზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის შემოსვლამდე, მაგრამ ამ პირის უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|