„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017821
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №164

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. იდენტიფიკაციის საშუალებებით ნიშანდება და ნიშანდების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“

1. „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები ან ხელახალი ნიშანდებისას დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ აღნიშვნა, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №2) განსაზღვრული ფორმალობების განხორციელების შემდეგ, დააფიქსიროს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაშიც.

2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელს, რომელსაც ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, აქვს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით ნიშანდების უფლება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსაყენებელი იდენტიფიკაციის საშუალებები ვიზუალურად განსხვავდება საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებისას გამოსაყენებელი იდენტიფიკაციის საშუალებებისგან – დატანილია შესაბამისი ინფორმაცია (ინდივიდუალური ნომერი/კოდი), რომელიც იძლევა ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის იდენტიფიცირების საშუალებას.

4. ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის მიერ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, იგი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემების დაფიქსირება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაში.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე მოაქციოს ტრანზიტის პროცედურაში და საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განახორციელოს ნიშანდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 27 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №164. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017821.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №164, 22.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017821 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6176441/