„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2024 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ დანართის მიზნებისათვის, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი არის პირი (დეკლარანტი ან ირიბი წარმომადგენელი), რომელიც წარადგენს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებულ ტრანზიტის დეკლარაციას.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას, დეკლარანტის მოთხოვნით, საბაჟო ორგანო ახორციელებს იმ შემთხვევებში, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ.

3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ:         

ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით (მათ შორის, ირიბი წარმომადგენლობისას);

ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიის წარდგენა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.“;

დ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადების წარდგენის თვის წინა 12 თვის განმავლობაში განმცხადებლის მიერ საქართველოდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაცია  – შესაბამისი იმპორტის გადასახდელის (თანხის, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას) საშუალო მაჩვენებელი, შესაბამის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების რაოდენობის მიხედვით, და“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №74. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017806.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №74, 12.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017806 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6129746/