„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017600
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №209

2022 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „უ.ვ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ.ზ“ ქვეპუნქტი:

„უ.ზ) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას და ამ მიზნით საქონელს გადააადგილებს დროებით შენახვის ადგილის ან გაფორმების საბაჟო ორგანოს დანიშნულებით, გრაფაში აღინიშნება – „32“;“.

2.  „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე:

ა.ა) ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში; ან

ა.ბ) აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას და ამ მიზნით საქონელს ათავსებს დროებით შენახვის ადგილზე ან წარადგენს გაფორმების საბაჟო ორგანოში;“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა.ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ა.ე) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის რეექსპორტისას, რომელიც განთავსებულია დროებით შენახვის ადგილზე ან წარდგენილია გაფორმების საბაჟო ორგანოში;“;

ბ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა) ფორმით – თუ განზრახულია უცხოური საქონლის თავისუფალი ზონიდან რეექსპორტი ან დროებით შენახული საქონლის რეექსპორტი (გარდა ამ პუნქტის „ა.ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“.

გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ე“ და „ბ.ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), თუ არ არსებობს წინმსწრები საქონლის საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული პროცედურა, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი ან საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 29.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №209. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017600.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №209, 29.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017600 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5468370/