„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №319

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-15 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. გრაფა 20 „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი). საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გრაფის მეორე განყოფილებაში ასევე მიეთითება დანიშნულების პუნქტის გეოგრაფიული დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება სასაქონლო პარტია, რომელსაც მიწოდების რამდენიმე (სხვადასხვა) პირობა აქვს, მე-20 გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“, ხოლო დეკლარაციის ორივე ეგზემპლარის უკანა მხარეს მიეთითება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად.“.

2. „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11):

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დანართი №11–01“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „კ“, „უ“, „ძ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ამავე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადი; ამავე მუხლის „ქ“, „ღ“, „წ“, „ჭ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №11–01

დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის

გ ა ნ რ ი გ ი

1. საბაჟო ორგანო ----------------------------------------------------------------------

(დასახელება)

2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------

(დასახელება)

3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------------------------------------

4. დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დღე (თარიღი) -----------------------------

5. დროებით შემოტანის ვადა -----------------------------------------------------------------------

6. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:

იმპორტის გადასახადი სულ
თანხა, ლარი

7. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:

გადახდის თარიღი გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი სულ

იმპორტის გადასახადი

- – - – -

(სახაზინო კოდი)

დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №319. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017414.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №319, 24.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017414 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5060595/