„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№418
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №418

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):
1.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისას, საქონელი თვალიერდება დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2.  მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერებაზე დეკლარანტის ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის ან მათი წარმომადგენლის დასწრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის პირს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება.“.

3.  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საქონლის შემოტანისას (გარდა ტრანზიტისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას) აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში), შემთხვევითი შერჩევითობით. დათვალიერება ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობის 2% ოდენობის შერჩევით. შერჩეული უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობიდან დათვალიერებას ექვემდებარება არანაკლებ 2% თამბაქოს ნაწარმის ყუთი, ხოლო თითოეული ყუთიდან – თამბაქოს ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვა. თამბაქოს ნაწარმის რაოდენობა განისაზღვრება საქონლის საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში (საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერებისას – ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში) მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას – ძირითადი ზომის ერთეულის (კგ.) მიხედვით.“.

4.  23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტით“ (დანართი №2-III-01).“.

5.  დანართი №2-III-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (1)
418-2.doc ⬇

დანართი №2-III–01


თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტი №

„ ––––„ „––––––––––––––––––––„ 20 წ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო ორგანოს დასახელება (კოდი)

დათვალიერების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპორტიორი –––––––––––––––––––––––––––––––––

იმპორტიორი ––––––––––––––––––––––––––––––––––

საქონლის მომწოდებელი ქვეყანა –––––––––––––––––––––––––––––

თანმხლები დოკუმენტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატრანსპორტო საშუალებები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცხადებული თამბაქოს ნაწარმი, რაოდენობის მიხედვით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შერჩევით შემოწმებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების ნომრები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შერჩევით შემოწმებული თამბაქოს ნაწარმის სამედიცინო გაფრთხილებები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო ორგანოს თანამშრომლის სახელი,

გვარი. პირადნომრიანი ბეჭედი ––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №418. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017275.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №418, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017275 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4753307/