„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №46

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის:

1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად შემცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას საქონლის საბაჟო დეკლარაციაში;“.

2. „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ:

გ.ა) იზრდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს შესაბამის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, როდესაც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, დეკლარანტს დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო  როდესაც ასეთი კონტროლი ხორციელდება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება;

გ.ბ) მცირდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება არ ექვემდებარება კორექტირებას და დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.   

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017801.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №46, 15.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017801 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6105465/