„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №284

2021 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1.საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „უ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„უ.ბ1) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი და რეექსპორტში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – „30“;“.

2. „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ბ) იმ საქონლის (საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის გარდა) რეექსპორტისას, რომელსაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ჩამოერთვა საქართველოს საქონლის სტატუსი;“;

ა.ბ) „ა.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საფოსტო გზავნილით გადაადგილებულ საქონელზე;“;

ა.გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) მოწმობის ფორმით – საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისას, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც მოწმობის გამოყენებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვით ან როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), თუ არ არსებობს წინმსწრები საქონლის საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული პროცედურა, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი ან საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი