„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№280
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №280

2020 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, ამავე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით წარმოდგენილი დათქმების გათვალისწინებით;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-11 პუნქტები:

„7. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების შემთხვევაში, პირს შეუძლია წარადგინოს საერთო გარანტია/გარანტიები განუსაზღვრელი ვადითა და რაოდენობით.

8. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების თარიღიდან ყოველი 12 თვის გასვლის შემდეგ, საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგს, რომლის შედეგად, თუ დადგინდა, რომ:

ა) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას;

ბ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანო საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას შეუჩერებს 1 წლის ვადით. ამასთან, თუ ამ ვადის განმავლობაში უფლებაშეჩერებული პირის მხრიდან:

ბ.ა) აღარ ექნება ადგილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევას, საბაჟო ორგანო, პირის მიმართვის საფუძველზე, მას აღუდგენს საერთო გარანტიის წარდგენის შეჩერებულ უფლებას;

ბ.ბ) ადგილი ექნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ან პირი არ მოითხოვს შეჩერებული უფლების აღდგენას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას;

გ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანო პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადას და ამავე ვადით შეუჩერებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას. ამასთან, ამ ვადის განმავლობაში, უფლებაშეჩერებული პირის მიერ:

გ.ა) ნაკლოვანების აღმოფხვრის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო პირის მიმართვის საფუძველზე, მას აღუდგენს საერთო გარანტიის წარდგენის შეჩერებულ უფლებას;

გ.ბ) ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ან თუ პირი არ მოითხოვს შეჩერებული უფლების აღდგენას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას.

9. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების შეჩერების შემთხვევაში – მის აღდგენამდე, ხოლო ამ უფლების გაუქმების შემთხვევაში – ხელახლა მინიჭებამდე, პირს ეკრძალება ახალი საერთო გარანტიის წარდგენა ან/და წარდგენილი საერთო გარანტიის გამოყენება ახალ ოპერაციაზე, ახალ საბაჟო დეკლარაციაზე ან ახალ საბაჟო პროცედურაზე.

10. აკრძალულია საერთო გარანტიის წარდგენის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ამ უფლების მფლობელის საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

11. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭება, შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №280. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017398.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №280, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017398 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5036090/