„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №157

2015 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, 230210000.22.003.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) თუ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონლის გაშვებამდე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელები.“.

2. 34-ე მუხლის: 
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის გადასახდელების ნაწილი გადახდილია საქონლის გაშვებამდე – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იმპორტის გადასახდელებსა და საქონლის გაშვებამდე გადახდილ გადასახდელებს შორის სხვაობას.“;

ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – უნდა იყოს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე არანაკლებ 10 კალენდარული დღით მეტი.“.

3. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

  „8. საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელების სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №157. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016759.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №157, 05.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016759 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2866284/