„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 228

2021 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

            ვბრძანებ:


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი № III-24  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.       

2. 75-ე მუხლის:

ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161​1 მუხლის შესაბამისად  სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.“;

ბ) 75 და  76 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​5. დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი.

7​6. დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.“. 

3. 755 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე – 173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.“.

4. 109-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №III-24

__________________________________

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

___________________________________

(გადასახადის გადამხდელის დასახელება

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ პროგრამის/პროექტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხები შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

_____________________________________________________

(ბანკის დასახელება და რეკვიზიტები)

_____________________________

(ანგარიშის ნომერი)

დანართი:

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რაოდენობა

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გვერდზე

განმცხადებლის ხელმოწერა ______________________

(თარიღი)

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2021.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №228. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017502.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №228, 09.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017502 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5254558/