„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №87

2015 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. დანართი №I-09 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 58-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება სასაქონლო დეკლარაცია.“.

3. 756 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში. ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე შესაძლებელია შემოწმდეს შეძენილი საქონელი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე უცხოელი უფლებამოსილია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საზღვაო ნავსადგურებში უცხოელმა შესაძლებელია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის  თანხა საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. უცხოელისათვის დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.“.

4. დანართი №III-26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. მე-80 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 86-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზის გადამხდელის აქციზისაგან გათავისუფლების საფუძველია „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა”.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონლის უკან შემოტანის შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი იბეგრება აქციზით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 7 აპრილიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
📎 დანართები (2)
danarti-1.doc

დანართი №I-09

შემოსავლების სამსახური

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

(საგადასახადო ორგანოს მისამართი)

საგადასახადო მოთხოვნა №

20

(რიცხვი) (თვე) (წელი)

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

(დასახელება/სახელი და გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი)

(მისამართი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე,

(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,

რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის

დარიცხვა)

გადასახდელად დაგერიცხათ (გერიცხებათ):

გადასახადის დასახელება

გადასახადის

ძირითადი თანხა

ჯარიმა საურავი სულ შენიშვნა
სულ

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.

საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა):

(გაფრთხილება, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა)

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:

(ხელმოწერა)

ბ.ა

danarti-2.doc

დანართი №III-26

წინა მხარე

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/UPC_A.svg/220px-UPC_A.svg.png

გაცემის თარიღი/Date: კლიენტის მონაცემები/Client Data
სავაჭრო ობიექტის სახელწოდება/Store name: სახელი, გვარი/Name:
მისამართი/address: პასპორტის ნომერი/Passport Number:
შეფუთვის რაოდენობა / Number of packets: მისამართი/Address:
გაბარიტული საქონელი / Over-sized good: მოქალაქეობა/Citizenship:

საქონლის დეტალები/Product details:

საქონლის დახასიათება / Product description რაოდენობა / Qty ჯამური ღირებულება / Total price დასაბრუნებელი დღგ/ VAT Refund
გადახდილი თანხა დღგ-ის გარეშე/Payment without VAT
დღგ/VAT
შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური/ Georgia Revenue Service Service Fees
ბანკის საკომისიო/Bank Fee
დასაბრუნებელი დღგ სულ / Total VAT Refund
შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებისათვის/ Georgia Revenue Service Remarks
მაღაზიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი / Store Authorised Person’s Signature, Stamp: მყიდველის ხელმოწერა/ Buyer’s Signature: შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი / Revenue Service Authorised Person’s Signature, Stamp:


უკანა მხარე

პირობები

იმისთვის რომ უფლება გქონდეთ მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;

დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე;

საქონელი უნდა შეიძინოთ იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-თი;

შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (დღგ-ის გარეშე) ერთი ქვითრის მიხედვით;

ნაყიდი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;

დღგ-ის თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება მალფუჭებადი საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, ოქრო (რომლის მასაც აღემატება 125 გრამს და რომელიც არ არის წარმოდგენილი სამკაულის (ნაკეთობის) სახით), ძვირფასი ქვები, საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, საქართველოს კანონმდებობით დღგ-საგან გათავისუფლებული საქონელი;

საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;

საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ

პარკში, რომელშიც გამყიდველი ჩადებს საქონელს და ლუქის სიმრთელე უნდა იყოს შენარჩუნებული;

თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;

დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან.

როგორ მოითხოვოთ დღგ

ვიდრე ჩააბარებთ ბარგს, მიაკითხეთ საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის ოფისს ქვეყნიდან გასვლის ბოლო საბაჟო გამშვებ პუნქტზე და წარუდგინეთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს (ოფიცერს) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი, პასპორტი და ბილეთი;

ხელთ გქონდეთ ნივთები, რომლებზეც დღგ-ის ითხოვთ, ვინაიდან ოფიცერს აქვს უფლება ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი;

ოფიცერი ბეჭედს დაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგი და გაიაროთ საპასპორტო კონტროლი;

თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფულის სახით ანაზღაურების მიღება ბანკში მას შემდეგ, რაც გაივლით საპასპორტო კონტროლს, ხოლო საზღვაო ნავსადგურებში, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე -საბაჟო კონტროლის შემდეგ, ან მოითხოვოთ თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშზე, რომელიც დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 30 დღისა.

Terms & Conditions

In order to be eligible for VAT refund, you have to be a foreign citizen;

VAT can be claimed only on goods and not on services;

You must have purchased item from the store with the right to issue VAT refund check and the item must be subject to VAT;

Value of purchase must be above 200 GEL (not considering VAT) per receipt;

Item you have purchased has to be intended for export;

VAT Refund does not apply to perishables, transport means, gold (weighing more than 125 gram and that is not presented as jewelry), precious stones, products requiring special licenses and permits for export, VAT exempted goods according to Georgian Legislation;

Item has to be exported within maximum three months from the date of purchase;

Item has to be retained in the special sealed plastic bag, in which the sale assistant places your purchase and the integrity of seal must be maintained;

You must have special VAT refund receipt with you;

All goods presented into special VAT refund receipt must be exported out of Georgia.

How to Claim

Before you check in your luggage, visit desk of Customs Department Office at your last customs chek point of departure from the country and present your VAT forms, passport and ticket to the customs officer;

Have items, on which you are claiming VAT refund, handy as the customs officer has right to physically check them;

The officer will stamp the receipt as the sign of approval and afterwards you can proceed with checking in your luggage and go through the immigration;

You can obtain cash refund in the bank after you have passed passport control, In the case of sea ports, when passport control is performed on sea transport - refund should be done after completion of customs control, or you can ask to transfer money on your personal account (money will be transferred within 30 days).