„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №48

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-20 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:

ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“.

2. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა) დანართი №IV-01-ის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.“.

3. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ, საზღვაო გზით ექსპორტით გასატან შავი ლითონის ჯართზე წარდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 6 თებერვლიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი