„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017905
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №30

2025 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის:

1. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;

ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;

გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;

დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;

 ე) პირს გააჩნია საგადასახადო დავალიანება;

ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ;

ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება;

თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი;

ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა;

კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;

ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში;

მ) პირს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია/დეკლარაციები.“.

2. მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;

ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;

 გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;

დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.“.

3. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-ე“ და „თ-მ“ ქვეპუნქტებით, ასევე 131 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი