„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №64 |
|
2020 წლის 4 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 77 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში მოყვანილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.“. 2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თამბაქოს ნაწარმის წარმოებად: ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით განიხილება იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაზავის მომზადება და დაჭრილი თამბაქოს მომზადება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, შეფუთვა და შენახვა); ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების მიზნებისათვის არ განიხილება ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური აწარმოებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისათვის.“. 3. 8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. 4. მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017296.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №64, 04.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017296 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4812006/