„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №236

2018 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, ამ ბრძანების 1051 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე პირი სარგებლობს მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნებით.“.

2. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1051 მუხლი:

„1051. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის გადაცემა

1. პირის რეორგანიზაციისას, რომელიც ფლობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში თუ  იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით და სამორინეს მოწყობის ნებართვის შემთხვევაში მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის გადაცემა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის სანებართვო მოწმობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  სანებართვო პირობები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2018.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №236. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017107.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №236, 15.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017107 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4227818/