„საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
190020030.22.033.016723
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №50

2015 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 08.02.2011, სარეგისტრაციო კოდი: 190020030.22.033.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების 611 მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N341 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ინსტრუქციის მიზანია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ნაღდი ანგარიშსწორების მიზნით მიღებული ფულადი სახსრების  აღრიცხვა და ანგარიშსწორების მოწესრიგება.“

ბ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„9. საბიუჯეტო ორგანიზაცია, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვის დოკუმენტებში მითითებული ან/და მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე ან/და  მომსახურების არ მიწოდების  შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობიდან  მიღებული შემოსავლების გადამხდელებისთვის დასაბრუნებლად, დამოუკიდებლად განსაზღვრავს სალაროში ყოველდღიურად ნაღდი ფულის ნაშთის მოცულობას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშვალდებული და სხვა პირების მიერ სალაროში შეტანილი თანხების ოდენობას (სალაროს ოპერაციების გათვალისწინებით)“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-3 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი