„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №429 |
|
2013 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
„თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით;“. |
2.
45-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით;“. |
3.
46-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო. 11. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №429. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016594.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №429, 23.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016594 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2148354/