„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №246

2021 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 75​8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75​8. კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ.

 2. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის ელექტრონულად წარდგენისას:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების საფუძველზე ავტომატურად დაკმაყოფილდება, ხოლო შემოსავლების სამსახური, თანხის დაბრუნების მიზნით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სახაზინო სამსახურში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) მონაცემების ავტომატური დამუშავების (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ელექტრონულად ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას საგადასახადო ორგანო განიხილავს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მიზნით უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

4.  ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

5. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განაცხადის წარმდგენი პირის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2021.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.09.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №246. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017508.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №246, 22.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017508 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5259518/