„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №18

2022 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.“.

2. 221 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.“.

3. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია

1. პირი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის  მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, №II-06 დანართის მიხედვით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.“.

4. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და „შენიშვნა“:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.“.

5. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი