„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №38 |
|
2024 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 732 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი: „ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.“. 2. დანართი №III-25 - ის: ა) დანართი „ა“-ს ნაწილი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნაწილი III დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
“ ; ბ) დანართი „ბ“-ს IX ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X ნაწილი: „ნაწილი X
“ . 3. 75-ე მუხლის: ა) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, 41 გრაფა – დანართი „ბ“-ს X ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 71 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 61 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.“; ბ) 76 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 პუნქტი: „77. დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილის მე-4 სვეტში ასახული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უნდა იყოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხაზე მეტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2024.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017800.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №38, 05.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017800 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6097207/