„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №46

2021 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №III-19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, XVIII თავის მიზნებისათვის განიხილება ძირითად საშუალებად და მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.“.

3. 733 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 9 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების წარმოების ფასის 1/10-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.

9. დასაბეგრი პირის მიერ  განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601  მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება (რომელზეც განხორციელებულია რემონტი) გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 4 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების რემონტზე გაწეული ყველა დანახარჯის ღირებულების 1/5-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.“.

4. დანართი №III-25 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. 75-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2 ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“ დანართის პირველი ნაწილის: პირველი - მე-8 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, მე-9 – მე-14 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში, 141-143 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი - დეკლარაციის III ნაწილის მე-5 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-9 უჯრის მე-3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე -11 უჯრაში.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 უჯრებში ჯამურად მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის 11  უჯრაში გადმოიტანება დანართი №III-196-ის III ნაწილის მე-5 სტრიქონის (მე-5 სვეტის) ჯამური მონაცემი.“;

გ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. დეკლარაციის III ნაწილის მე-2-45 უჯრებში შესატანი მონაცემები ინფორმაციულია. 41 უჯრაში მიეთითება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე  წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას.“;

დ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 71 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 61 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეკლარაციის III ნაწილის მე-19 და მე-20 უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. დღგ-ის ჩასათვლელი/დასარიცხი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის უფლება, კერძოდ: დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა, აისახება მე-19 უჯრაში, ხოლო დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით ჩათვლას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა – მე-20 უჯრაში. აღნიშნული თანხები ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.“;

ვ) 51 პუნქტის მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაგალითი:  

შპს „X“ და  ავეჯის მწარმოებელი საწარმო საანგარიშო წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, თებერვლის თვეში გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 3000 ლარი. ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გადახდილ თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრა წინასწარ გადახდილი თანხა. შეთანხმების შესაბამისად, 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა საანგარიშო წლის ივნისის თვეში. ავეჯის მწარმოებელი საწარმოს მიერ ივნისის თვეში საქონლის კომპენსაციის სრულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შეფასება:

თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“- ს I ნაწილის მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია ამავე თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ ინფორმაცია.

ავეჯის  მწარმოებელი  საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში (მე-2 – მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი  ავანსის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურების  მონაცემები  (მე-9–მე-11 სვეტები), რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას.

მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000 ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე ნაწილის 41 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)).“;

ზ) 73 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 112-ე მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ ინსტრუქციის 471 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (2)
danarti 1.doc

დანართი №III-19

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება

20 . . წ. . . . . . . . თვის

1. .....................................................................................................................

საგადასახადო აგენტის/კრედიტორის/დეკლარანტის დასახელება

2. საიდენტიფიკაციო ნომერი ....................................................................

3. იმპორტის საბაჟო დეკლარაციის N

თარიღი

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ

I ნაწილი

ივსება საგადასახადო აგენტის მიერ, რომელიც ახორციელებს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მისთვის მომსახურების გაწევის უკუდაბეგვრას

N

უცხოელი დასაბეგრი პირის დასახელება

უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ გაწეული/გასაწევი მომსახურების სახე

მომსახურების გაწევის მომენტი (საანგარიშო პერიოდი)

მომსახურებისათვის გასაცემი საკომპენსაციო

თანხა (გაცვლის შემთხვევაში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი)

დღგ

1

2

3

4

5

6

3

II ნაწილი

4

დღგ კორექტირებამდე

5

დღგ კორექტირების შემდეგ

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

III ნაწილი

ივსება კრედიტორის მიერ, რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი)

N

მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი)

მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში გადაცემის მომენტი მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) ფასი დღგ-ის გარეშე დღგ
1 2 3 4 5
3

IV ნაწილი

4 დღგ კორექტირებამდე
5 დღგ კორექტირების შემდეგ

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

V ნაწილი

ივსება პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საბაჟო საწყობში ან/და თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევას

N საქონლის დასახელება ზომის ერთეული რაოდენობა საბაჟო საწყობში ან თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება საქონლის იმპორტის თანხა

გადასახადელი დღგ

(სვ.5-სვ.6)x18% ან სვ.5x18%

1 2 3 4 5 6 7
ჯამი

შენიშვნა:

1. თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-სგან გათავისუფლებული, მე-7 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - (სვ.5-სვ.6)x18%.

2. თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო მიწოდება დღგ-ით იბეგრება, მე-6 სვეტი არ ივსება, ხოლო მე-7 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - სვ.5x18%.

VI ნაწილი

4

დღგ კორექტირებამდე

5

დღგ კორექტირების შემდეგ

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

_____________________________________________________________

საგადასახადო აგენტი (ხელმძღვანელი)/კრედიტორი/დეკლარანტი

უფლებამოსილი პირი –––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:

ელექტრონულად _ _ ფოსტით _ _ ხელზე _ _

წარმოდგენის თარიღი ........................................

რეგისტრაციის ნომერი .......................................

–––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

danarti2.doc

დანართი №III-25

ნაწილი I

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გვერდი
ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია
დეკლარაციის სახე პირველადი შესწორებული წელი
(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ "V" ნიშნით) საანგარიშო თვე სიტყვიერად
წარედგინა
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
გადასახადის გადამხდელი
(საწარმოს/ორგანიზაციის სრული დასახელება)
მოცემული დეკლარაცია შედგენიალია ფურცელზე თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები ფურცელზე
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
საწარმოს\ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის
(ხელმოწერა) (თარიღი)

ნაწილი II

საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

დეკლარაცია წარმოდგენილია: ფოსტით ელექტრონულად პირადად
მოცემული დეკლარაცია შედგენილია ფურცელზე

თანდართული დამადასტურებელი

დოკუმენტები

ფურცელზე
წარმოდგენის თარიღი
რეგისტრაციის ნომერი
საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

ნაწილი III

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

გვერდი

დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება

დასაბეგრი ოპერაციები

დღგ-ის გადასახდელი თანხა

დღგ-ის შესამცირებელი თანხა

1

2

3

დღგ, დარიცხული საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე

მათ შორის, დღგ დარიცხული უძრავი ქონების შექმნა/მართვა/რეალიზაციასთან დაკავშირებულ დასაბეგრ ბრუნვაზე

1

18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა

2

დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა

3

საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევასთან/საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ბრუნვა

4

საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას

41

ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება

42

ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისაგან მიღება

43

საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანა

44

აქტივების გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციისას

45

დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების

გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა

5

დღგ ბრუნვის კორექტირებაზე

6

7

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ 8
დღგ უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებაზე 9 10
დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 11

დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით

12

13

დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც

ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას

14

დღგ-ის თანხა, რომელზეც ითვლება, რომ პირმა მიიღო ჩათვლა

141

ჯამი

15

16

სულ გამოანგარიშებულია ბიუჯეტში გადასახდელად

(სტ.15-სტ.16, როცა სტ.15>სტ.16)

17

სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად (სტ.16-სტ.15, როცა სტ.16>სტ.15)

18

ივსება დეკემბრის თვის დეკლარაციაში:

დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების ხვედრითი წონის დაზუსტებით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა

19

დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით ჩათვლას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების ხვედრითი წონის დაზუსტებით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა

20

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ------------------- ----------

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი

დანართი „ა”

ნაწილი I

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

ოპერაციის შინაარსი დასაბეგრი თანხა დღგ-ის განაკვეთი დღგ-ის თანხა
1 2 3 4 5
1 ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა 18
11 დღგ, სპეციალური სქემით (მარჟით) დასაბეგრ ოპერაციებზე
2 საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა 18
3 საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ არის ჩათვლილი 18
4 საქონლის დანაკლისი 18
5 უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნიდან განსხვავებული მიზნით 18
6 საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება თუ სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდებოდა ჩათვლის უფლება 18
61 საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის განხორციელება, თუ ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდებოდა ჩათვლის უფლება 18
7 საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია 18
71 ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ საქონლის საკუთარ მფლობელობაში დატოვება ან დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ნაშთად დარჩენილი საქონელი, თუ ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ არის ჩათვლილი 18
8 სხვა დასაბეგრი ოპერაციები 18
9 საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის  172-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირთათვის 0
10 თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება 0
11 საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის  172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში 0
12 ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მიწოდებული საქონელი ან/და გაწეული მომსახურება 0
13

ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებული სხვა ოპერაციები, მათ შორის:

საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი

0
14 საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი) 0
141 ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება -
142 უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) მიწოდება -
143 ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული სხვა ოპერაციები -
15 სულ

ნაწილი II

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ

ოპერაციის შინაარსი უკუდაბეგვრით დასაბეგრი თანხა დღგ-ის განაკვეთი დღგ-ის თანხა
1 2 3 4 5
1 საქართველოს ტერიტორიაზე საანგარიშო პერიოდში მიღებული მომსახურება, დასაბეგრი პირისგან, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში; 18
2 საბაჟო საწყობში საგადასახადო კოდექსის 1641-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა; 18
3 საგადასახადო კოდექსის 1641-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა. 18
4 სულ

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

საწარმოს ხელმძღვანელი/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ..........................................................................

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გვერდი

ნაწილი III

დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

ოპერაციის შინაარსი

ჯამი

(სვეტი 4 + სვეტი 5)

საქონელზე /მომსახურებაზე გადახდილი დღგ (მე-5 სვეტის გარდა) ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხა
1 2 3 4 5
1 საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ
2 საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ
3 საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული დღგ
4 დღგ, დარიცხული უკუდაბეგვრის წესით
5 ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების ან დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ნაშთად არსებულ ძირითად საშუალებასთან მიმართებაში, ამ ოპერაციებთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის შესაბამისად
6 საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
61 საკუთარი ძალებით განხორციელებული ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის)რემონტის შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
7 დღგ, დარიცხული საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში
8 დღგ, გადახდილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161​1  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
9 სულ

დანართი ,,ბ“

ნაწილი I

დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე)

გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების)

სერია ნომერი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე

მყიდველის/

მიმღების ს/ნ

დღგ-ის თანხა
გადასახდელი (მათ შორის) კორექტირების შედეგად დამატებით გადახდილი) კორექტირების შედეგად შესამცირებელი
ანგარიშფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს
მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ანგარიშფაქტურა(მათ შორის, კორექტირების)
სერია ნომერი საკომპენსა-ციო თანხის დღგ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

ნაწილი II

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების)

N სერია ნომერი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე მომწოდებლის ს/ნ
დღგ-ის თანხა
ჩასათვლელი(მათ შორის) კორექტირების შედეგად დამატებით ჩასათვლელი) კორექტირების შედეგად შესამცირებელი
ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს
მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა (მათ შორის კორექტირების)
სერია ნომერი საკომპენსაციო თანხის დღგ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

ნაწილი II1

გამოწერილი (მათ შორის, შიდა გადაზიდვაზე) ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების)

ნსაფ, მათ შორის, კორექტირების ნსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი მყიდ–ველის ს/ნ ნავთობ–პროდუქტის კოდი

რაოდე– ნობა

ლ-ში

რაოდე–ნობა

კგ-ში

დღგ-ის თანხა* მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ანგარიშფაქტურა(მათ შორის, კორექტირების)

სერია

თარიღი

სერია

თარიღი გაგზავნის დანიშნუ-ლების სერია ნომერი დგღ–ის თანხა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ნაწილი II2

შეძენილ ნავთობპროდუქტებზე გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების)

ნსაფ, მათ შორის, კორექტირების ნსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი გამყიდ–ველის ს/ნ ნავთობ–პროდუქტის კოდი

რაოდე– ნობა

ლ-ში

რაოდე–ნობა

კგ-ში

დღგ-ის თანხა* მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ანგარიშფაქტურა(მათ შორის, კორექტირების)

სერია

თარიღი

სერია

თარიღი დანიშნუ-ლების გამოგ–ზავნის სერია ნომერი დგღ–ის თანხა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

* შიდა გადაზიდვის, აგრეთვე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული მიწოდების განხორციელების შემთხვევაში, ჩაიწერება „X”, ხოლო ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებული მიწოდებისას - „0” (ნული).“.

ნაწილი III

საქონლის იმპორტისას წარდგენილი საბაჟო დეკლარაციები

შეფასების ნომერი

შეფასების თარიღი

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი / ინდ.მეწარმე ---------- ---- ---- --- --- --- ---- ---- ---- ----

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი

ნაწილი IV

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი
შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ნომერი რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასახელება საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის დასახელება საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი დღგ-ის თანხა
1 2 3 4 5 6 7 8

ნაწილი V

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შედეგად  შეძენილი საქონელი/მომსახურება
დეკლარაციის ნომერი მომწოდებლის ს/ნ მომწოდებლის დასახელება

საანგარიშო პერიოდი

(თვე და წელი)

დღგ-ის თანხა
1 2 3 4 5 6

ნაწილი VI - ამოღებულია

ნაწილი VII

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული და გადახდილი დღგ

დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ნომერი დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების თარიღი საგადასახადო /საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის თანხა
1 2 3 4

ნაწილიVIII

დღგ ბრუნვის კორექტირებაზე (დღგ-ის შესამცირებელი თანხა)
დეკლარაციის ნომერი საანგარიშო პერიოდი დღგ-ის თანხა
1 2 3 4
       
       
       

ნაწილი IX

დღგ უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებაზე (დღგ-ის შესამცირებელი თანხა)
დეკლარაციის ნომერი საანგარიშო პერიოდი დღგ-ის თანხა
1 2 3 4