„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№198
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №198

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის  შერჩევისა  და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ, 172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
1. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. 61-ე მუხლის:

    ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ან/და თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბანკო გარანტია ან  დაზღვევის პოლისი ან ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, ხოლო, თავდებობის გამოყენების შემთხვევაში ამ წესის №291 დანართის შესაბამისი განცხადება, რომელსაც უნდა ერთოდეს ამავე წესის 652 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.“.

3. 651 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების, ასევე, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, ამ წესის 652 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობას, განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო.“.

4. 652 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დ) დაზღვევის პოლისი.“.

5. დანართი 291 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი  №291

 

განცხადება

თავდებობის   ხელშეკრულების   გაფორმების   თაობაზე

 

1. ____________________________________          2. __________________________________

(გადასახადის გადამხდელის დასახელება /სახელი და გვარი)       (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

     3. ____________________________________ 4. _____________________________________

         (თავდების დასახელება/ სახელი და გვარი )                        (თავდების საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

     5.____________________________________________________________________________

     ( თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი (საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება/ საგადასახადო დავის მიმდინარეობა))

 

6.____________________________________________________________________________

        ( თანხის ოდენობა ( ციფრებით და სიტყვიერად), რაზედაც ფორმდება თავდებობის ხელშეკრულება )

 

7. ____________________________       8. __________________________________________

     ( გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა )                            ( თავდების ხელმოწერა )

 

9.____  ________________ 20__ წ .“.

  რიცხვი             თვე                     წელი

 

6. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.

7. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალდამრღვევი პირის თხოვნით, სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად 77-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალდამრღვევი პირის მიერ სხვა გარანტიის (თავდებობა, საბანკო გარანტიის, დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3  დღეს.

 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური