,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.0521
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №936
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით (სსმ III, 29.02.08, №32, მუხლი 337) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო
ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო გამშვებ პუნქტში/საბაჟო საგუშაგოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვას/რეგისტრაციას (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა);“.
3. მე-10 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრების წარმოებას და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემას;
დ) ახორციელებს ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და შემოსავლების სამსახურში წარდგენას, ასევე უწევს კონტროლს საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;“.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს);
ზ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო შემოწმებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 30.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №936. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.014.052.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №936, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.052 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88648/