„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.916
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №616
2010 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობისათვის, ასევე მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობის მიზნით.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ10) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ამზადებს მიმართვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის;“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ11“ ქვეპუნქტი:
„გ11) ახორციელებს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობას;“.
4. მე-4 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვა და მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის მომზადება; მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობა;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
კ. ბაინდურაშვილი