„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.02.2005 ძალადაკარგული 20.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 14/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №75

2005 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი).

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2014.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 11.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2014-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“, №75, 11.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94270/