„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №155
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) პრეამბულა, პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) მიმდინარეობის, ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესის ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი