,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №255
2010 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 158) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან და წამახალისებელ გათამაშებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია დადგენილი წესით დაასრულოს ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე დაწყებული და მიმდინარე სასწავლო პროცესები (სასწავლო კურსები).
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი