„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1
2010 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005წ., №16, მუხ. 158) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) მიმდინარეობის, ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესის ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან და წამახალისებელ გათამაშებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 11 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი