„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.013.830
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №759
2009 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული შესაბამისი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსების, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას (გარდა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო ქონებისა“);“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;“.
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3–ი5“ ქვეპუნქტები:
„ი3) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის და წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება;
ი4) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ი5) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;“.
4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) დასავლეთ საქართველოს, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია:
ე.ა) შესაბამის რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება;
ე.ბ) ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე.გ) სააგენტოს დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი