„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.714
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №449
2010 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05 წ., №83, მუხლი 910) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ლოჯისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; სააგენტოს პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვა და მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის მომზადება;“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ელექტრონული აუქციონისა და ელექტრონული მაღაზიის საშუალებით რეალიზაციის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია; ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირება; შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ღონისძიებათა დაგეგმვა; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზაცია;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 03.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №449. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.014714.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ, №449, 03.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014714 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1018195/