„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №95

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ლოჯისტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;“;

 ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

 „ა.გ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვა) კოორდინაცია; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზაცია; საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; საარქივო საქმიანობის წარმართვა;“;

2.  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარკეტინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო, საპრივატიზებო და/ან ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, პრივატიზების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;“;

3. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

 ,,გ1) ინოვაციებისა და პროექტების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემუშავების საჭიროებათა გამოვლენა და შესაბამისი ამოცანების ჩამოყალიბება; პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ტესტირებაში მონაწილეობა; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზება; ახალი ბიზნეს-პროცესების საჭიროებათა გამოვლენა; არსებული ბიზნეს-პროცესების განვითარება-ოპტიმიზაციის საჭიროებათა გამოვლენა; კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, პირველადი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;

 გ2) მონიტორინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის, გამოყენებისა და მიზნობრიობის მონიტორინგი; მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი; მონიტორინგის სამსახურის მიერ გაცემული წინადადებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება; სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი; მონიტორინგის პროცესში ან შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააგენტოს  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების მიზნებისთვის სათანადო წინადადებების მომზადება;“.

მუხლი 2

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2013.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.016522.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №95, 04.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016522 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1888825/