„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №136
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III , 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ12 ) ახორციელებს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას;“;
ბ) „გ 13 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21 . სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ12 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელები სას , მომსახურების გაწევის წესი, მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; სააგენტოზე გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა, ქონების განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);“;
ბ) პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ა) შესაბამის რეგიონებში ქონების მიღება, ტრანსპორტირება და რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა;“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა; ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში,სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტისათვის) ან/და აუდიტური ფირმისათვის (აუდიტორისათვის) ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ათვის მიმართვა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძ ე