„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №309

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III , 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინა ნ სთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფერო ებ ში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვ ა , შენახვ ა , შე ფასება, განკარგვა (პრივატიზება, განაწილება, განადგურება) და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;“;

ბ ) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის გადაცემული მოძრავი ქონების (შემდგომში-ქონების) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქონების განკარგვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);

ბ.ბ) განსაკარგავად გადაცემული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ელექტრონული რეესტრის წარმოება, აღნიშნული ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; პრივატიზების ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; პრივატიზების ორგანიზება და განხორციელება; განსაკარგავად გადაცემული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; პრივატიზებული, ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ამ ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);“ ;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო, საპრივატიზებო და/ან ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, პრივატიზების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია; ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირება; შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ღონისძიებათა დაგეგმვა; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზება; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;“;

გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) ქონების განკარგვის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქონების შეფასების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა; ქონების რეალიზაციის/პრივატიზების საწყისი სარეალიზაციო/საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტისათვის) ან/და აუდიტური ფირმისათვის (აუდიტორისათვის) ქონების ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა.“.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

დ . გვინდაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №309. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.016431.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №309, 02.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016431 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1717006/