„სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2012 წლის 20 ივნისის №10–6/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10-27/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის

ბრძანება №10-27/ო

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2012 წლის 20 ივნისის №10–6/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2012 წლის 20 ივნისის №10–6/ო ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/06/2012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. სამედიცინო მედიაციის პროცესში გამოსაყენებელი კომპენსაციის პრინციპების (დანართი 1.3):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ანაზღაურდება გაწეული/გასაწევი სამედიცინო მომსახურების საფასური;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ პაციენტს, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმპ), სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება მხარის სასარგებლოდ 20000 ლარი;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. თუ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ლეტალური შედეგი სადაზღვევო კომპანიის მიზეზითაა გამოწვეული, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება:

ა) მხარის სასარგებლოდ – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) მკვდრადშობადობის შემთხვევაში – 5000 ( ხუთი ათასი) ლარი.

22. თუ პაციენტს, სადაზღვევო კომპანიის ქმედების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმპ), დაეკისრება მხარის სასარგებლოდ 20 000 ლარი.“.

2. სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამედიცინო მედიაციის საბჭო (შემდგომში - მედიაციის საბჭო) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობების პირები.”;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს ქონებრივი ზიანის საკითხებზე წარედგინება სარჩელი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით დამტკიცებულ ფორმას (დანართი №1.1). სამსახურს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოპასუხეს შეუძლია წარმოადგნოს შესაგებელი (დანართი №1.2), სარჩელის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამ დებულებით დამტიცებული ფორმის შესაბამისად. სამსახურს უნდა წარედგინოს შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოსარჩელეა.”;

გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პირისათვის განისაზღვრება 500 ლარით, რომელიც შეიტანება მხარის მიერ სამსახურის ანგარიშზე. იურიდიულ პირს უბრუნდება მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური, თუ ფიზიკური პირის მიმართ დავა დასრულდა იურიდიული პირის სასარგებლოდ.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში, სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობა ნახევრდება.“.

გ.გ) მე-20 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ, თუ მოსარჩელემ, მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხე ფიზიკურმა პირმა ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით, სამსახური მოსარჩელეს უბრუნებს დავის განხილვისათვის გადახდილ საფასურს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.” გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ-სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსი  ს.ლებანიძე