„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №170 |
|
2021 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. 507 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთჯერადი ვაუჩერის თითოეული გადაცემა, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ხორციელდება, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ერთჯერადი ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება/გაწევა.“.
2. დანართი №III-192 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №III-192
-------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება)
------------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების
უფლების რეგისტრაციის შესახებ
გაცნობებთ, რომ ვახორციელებ:
გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1612 მუხლის შესაბამისად დამარეგისტრიროთ დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების უფლების მქონე დასაბეგრი დილერების რეესტრში და მომცეთ უფლება, რეგისტრაციის თვის დასაწყისიდან არანაკლებ 24 თვის განმავლობაში გამოვიყენო დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემა.
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------
(თარიღი)“.
3. XVI2 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI3 თავი და 665 მუხლი:
„თავი XVI3
ცალკეულ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი
მუხლი 665. ცალკეული შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-12-მე-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით
ტურისტული პროდუქტით გათვალისწინებული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ.“.
4. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 504 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.
5. 73-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დასაბეგრ პირს უფლება აქვს, სრულად ჩაითვალოს დღგ, თუ მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან:
ა) თუ კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში ამ პუნქტის შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) თუ ცალკეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, ხოლო კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში დამატებით ჩაითვალოს ამ პუნქტის მიხედვით ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა.“.
6. 112-ე მუხლის 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.“.
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|