„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016725
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №54

2015 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
 „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა  აღებულია  შემოსავალში,  ხოლო  გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელისგან დანართი  №19-ის  II ცხრილის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე  ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სმფ-ების შესახებ;“.    

2. 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).“.

3. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  საგადასახადო  ორგანოები  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  შესახებ  ოქმებს   ადგენენ  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 444, 912, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551-1556, 157-ე, 1571-1573, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე-1653, 16510, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

4.  83-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგადასახადო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 157-ე, 165-ე, 16510, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ინვენტარიზაციები დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული რედაქციით განსაზღვრული წესით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური