„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №299

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 151 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3) კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილია გამოავლინოს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.“.

2. 153 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ წესის 151 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენა, ასევე, ოპერაციის გაუქმების ფაქტი ფორმდება ,,კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმით (დანართი №21). აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელისათვის წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კერძო საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია პროცედურის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა საგადასახადო სამართალდარღვევისა და „კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმები, ასევე საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების მიზნით გამოყენებული ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) წარადგინოს საგადასახადო ორგანოში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

დ . გვინდაძე